вторник, 10 апреля 2012 г.

მსოფლიოს შვიდი საოცრება

1. სახელი: მსოფლიოს შვიდი საოცრება
2.
პროექტის მოკლე აღწერა: პროექტის მონაწილეები მოიძიებენ ინფორმაციას მსოფლიოს შვიდი საოცრების შესახებ, თითოეული ნაგებობის ისტორიას, მოიძიებენ მასალებს ლიტერატურიდან  და ხელოვნებიდან.  
3. პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები იმუშავებენ ჯგუფებში. ინტერნეტის საშუალებით მოიძიებენ ინფორმაციას, ჩაინიშნავენ მოძიებული ინფორმაციის შესაბამის ბმულებს. პროექტის ბოლო ეტაპზე მოსწავლეები შექმნიან ფოტოალბომს, ასევე კატალოგს, რომელშიც იქნება მონიშნული ბმულები. პროექტის დასასრულს ყველა ჯგუფი გააერთიანებს დამუშავებულ მასალას და წარმოადგენს პრეზენტაციას.
4. მონაწილეთა ასაკი:  16 -17წ.
5. ვადები: ორი თვე.
6.
პროექტის შესაძლებელი აქტივობები კლასებში: ინტერნეტის საშუალებით ინფორმაციის მოძიება, დამუშავება, ფოტოალბომის და კატალოგის შექმნა და საპრეზენტაციო დოკუმენტის შექმნა.
7.მოსალოდნელი შედეგები: ფოტოალბომი, ელექტრონული კატალოგი, პრეზენტაცია.
პროექტზე მუშაობით მოსწავლეები შეძლებენ ისტ–ის გაკვეთილზე მიღებული ცოდნის გაღრმავებას და გამოყენებას პრაქტიკაში, გამოიმუშავებენ ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიების და დამუშავების უნარს.
8.სარგებელი სხვებისათვის: მოსწავლეების მიერ შედგენილი ელექტრონული კატალოგით, ფოტოალბომით  და პრეზენტაციით  სარგებლობა შეეძლება სკოლის ყველა მოსწავლეს, ასევე ამ თემით დაინტერესებულ ყველა პირს.
9. სამუშაო ენა: ქართული.
10. საგნებთან კავშირი:
ა) ისტორია: გაეცნობიან ანტიკურ ეპოქას,  ანტიკური  ხანის ისტორიულ ნიმუშებს.
ბ) ხელოვნება: გაეცნობიან ანტიკური ხანის ხელოვნების ნიმუშებს.
გ)ისტ:ინფორმაციის მოძიება, დამუშავება, ანალიზი, ფოტოალბომის შექმნა, ელექტრონული კატალოგის შექმნა,  დამუშავებული მასალის პრეზენტაცია.

11. მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
12. პროექტის ავტორი სახელი: მარინე ტალახაძე
13. პროექტის ავტორის ელ. ფოსტა: mari.talaxadze@gmail.com

14. პროექტის ვებ გვერდი/ბლოგი: